დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენისა და ზოგიერთი საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/2013 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016107 |
40/2013
08/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010240020.15.008.016107
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენისა და ზოგიერთი საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
გამომდინარე იქიდან, რომ სხვა სახელმწიფოში გახსნილი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სიები საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ცესკოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დარღვევით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების პირველი სხდომების მოწვევისა და კენჭისყრის შენობაში ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის გამოკვრის ბოლო ვადად დადგინდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღე (12 ოქტომბერი). |
| მუხლი 2 |
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით გაუქმდეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი ის საარჩევნო უბნები, რომელთა ამომრჩეველთა სიები შესაბამისი საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ ცესკოში არ იქნა წარმოდგენილი და იმავე განკარგულებით გაუქმებულ იქნეს ცესკოს ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც გამოცემულ იქნა აღნიშნული უბნების შექმნიდან გამომდინარე. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები