დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.061.016047 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №13
2013 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 15/02/2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.061.016026) დამტკიცებულ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი:
ა) მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს:
ა.ა) აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ა.ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ა.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ბ) უზრუნველყოფს რეგიონული მართვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს რეგიონული მმართველობითი სისტემის რეფორმების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულების მონიტორინგს;
ე) უზრუნველყოფს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
ზ) შეისწავლის უცხო სახელმწიფოთა გამოცდილებას რეგიონალური მართვის სფეროში და შეიმუშავებს წინადადებებს მათი დანერგვის თაობაზე;
თ) უზრუნველყოფს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე, შესაძლო კონფლიქტური და საგანგებო ვითარების შესახებ ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას და მის ანალიზს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაწესებულებებიდან აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური, კრიმინოგენური, სამხედრო და საგანგებო სიტუაციების, ასევე, კონფლიქტების დარეგულირებისა და აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების პერსპექტივების ამსახველი სრული ინფორმაციის მოწოდებას;
კ) ახორციელებს ამ პუნქტის "ი" ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმებას და ანალიზს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობის პირთა რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით;
ლ) პერიოდულად ამზადებს მასალას აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის;
მ) მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების, პროექტებისა და წინადადებების მომზადებაში აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე;
ნ) უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას;
ო) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში აფხაზეთის მთავრობისათვის შეიმუშავებს შესაბამის ინიციატივებს, წინადადებებსა და დასკვნებს;
პ) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირების დამყარებას;
ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში, წარმართავს ურთიერთობებს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან;
რ) სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების გამართვას;
ს) ახორციელებს სხვა ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საკოორდინაციო საქმიანობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისათვის მიცემულ დავალებათა შესასრულებლად.“.
2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მონიტორინგის სამსახური;“.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამოქალაქო ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) ანალიტიკური სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო.“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ1) სამმართველოს უფროსი;“.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მონიტორინგის სამსახური:“.
6. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სამოქალაქო ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში შესაბამისი ინიციატივების, წინადადებებისა და დასკვნების შემუშავებას;
ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვას, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების მომზადებას;
გ) ახორციელებს აფხაზეთის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ანალიტიკური სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს აფხაზეთის მინისტრის აპარატში შემოსული ინფორმაციის გადახარისხებასა და საინფორმაციო კრებების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს აფხაზეთის კონფლიქტის გარშემო სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის მასალის მომზადებას;
გ) ახორციელებს აფხაზეთის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციული სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს აფხაზეთის მინისტრის აპარატში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და მის ოპერატიულ მიწოდებას ხელმძღვანელებისა და შემსრულებლებისათვის;
გ) აწარმოებს მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
დ) ამზადებს აფხაზეთის მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ბრძანებების პროექტებს;
ე) ახორციელებს აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას და მინისტრის აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ვ) ახორციელებს აფხაზეთის მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია 2013 წლის 31 ოქტომბრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები