„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.147.016042
25
07/10/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
010250040.35.147.016042
„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2013 წლის 7 ოქტომბერი

ქ. გორი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილებაში (სსმ, №8, 09/08/2010; 010.250.040.35.147.003.130) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24.“.                

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი