დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016094 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1431
2013 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს სამინისტროს აპარატის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 მაისის №468 განკარგულება.
4 . ეს განკარგულება, გარდა ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მინისტრი | 1 | 3540 |
| 2 | მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2950 |
| 3 | მინისტრის მოადგილე | 3 | 2720 |
| 4 | გენერალური ინსპექციის უფროსი | 1 | 2130 |
| 5 | დეპარტამენტის უფროსი | 7 | 2130 |
| 6 | გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე | 1 | 2070 |
| 7 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 5 | 2070 |
| 8 | გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი | 3 | 1860 |
| 9 | სამმართველოს უფროსი | 13 | 1660 |
| 10 | გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი | 4 | 1625 |
| 11 | გენერალური ინსპექციის ინსპექტორი | 5 | 1500 |
| 12 | გამომძიებელი | 16 | 1250 |
| 13 | გენერალური ინსპექციის მრჩეველი | 3 | 1150 |
| 14 | მრჩეველი | 36 | 1150 |
| 15 | გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი | 2 | 1000 |
| 16 | მინისტრის თანაშემწე | 1 | 950 |
| 17 | მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 | 950 |
| 18 | მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 | 950 |
| 19 | მთავარი სპეციალისტი | 15 | 950 |
| 20 | გენერალური ინსპექციის სპეციალისტი | 2 | 910 |
| 21 | სპეციალისტი | 12 | 830 |
|
| სულ სამინისტროს ცენტრალურ აპარატი | 135 |
|
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახური
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მთავარი ექიმი | 1 | 2000 |
| 2 | მთავარი ექიმის მოადგილე | 1 | 1875 |
| 3 | მთავარი ექიმი | 1 | 1820 |
| 4 | მთავარი ექიმის მოადგილე | 1 | 1755 |
| 5 | მთავარი ექიმი | 13 | 1660 |
| 6 | სამმართველოს უფროსი | 2 | 1660 |
| 7 | განყოფილების უფროსი ექიმი | 12 | 1400 |
| 8 | ლაბორატორიის უფროსი | 2 | 1400 |
| 9 | ექიმი-ენდოსკოპისტი | 1 | 1200 |
| 10 | ექიმი-ექოსკოპისტი | 1 | 1200 |
| 11 | ექიმი-სტომატოლოგი | 13 | 1200 |
| 12 | ფსიქოლოგი | 2 | 1200 |
| 13 | ექიმი | 154 | 1200 |
| 14 | ექიმი-ლაბორანტი | 8 | 1200 |
| 15 | ექიმი-რენტგენოლოგი | 3 | 1200 |
| 16 | მრჩეველი | 8 | 1150 |
| 17 | ფარმაცევტი | 3 | 1000 |
| 18 | მთავარი სპეციალისტი | 5 | 950 |
| 19 | უფროსი ექთანი | 3 | 850 |
| 20 | სპეციალისტი | 3 | 830 |
| 21 | ტექნიკოსი | 1 | 750 |
| 22 | რენტგენ-ლაბორანტი | 5 | 750 |
| 23 | ექთანი | 115 | 750 |
| 24 | წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი | 12 | 750 |
| 25 | ლაბორანტი | 7 | 750 |
| 26 | სტატისტიკოსი | 2 | 750 |
| 27 | სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტი | 2 | 750 |
| 28 | ექთანი | 132 | 675 |
| 29 | ექთნის ასისტენტი | 24 | 675 |
| 30 | დიასახლისი | 1 | 675 |
|
| სულ სამედიცინო სამსახური | 538 |
|
|
| სულ სამინისტროს აპარატი | 673 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები