აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016092
  • Word
1429
03/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
000000000.00.003.016092
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1429

2013 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს „წითელი ნუსხისა და „წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ ქვეპუნქტის და 23 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ა/განათლების, კულტურისა და სპო­ რტის სა მინისტრსსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და­ც­ვის სააგენტოს მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მა­ ისის თემის სოფელ პირველ მაისში არსებული ისტორიული მიწის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, კანონმდებ­ ლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს ხიდის ბურჯთან მდგა­რი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღ­ რიცხული, საქართველოს „წითელ ნუსხაში შეტანილი 1 (ერთი) ძირი ჰარ­თვისის მუხის ჯიშის ხე.

2.  აჭარის ა/განათლების, კულტურისა და სპორტის სა მინისტრსსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდე­ბუ­ლია :

ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მი­ თითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება ჩაბარების აქ­ ტის საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საა­ გენ­ ტოს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შე­ტანილი სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფე­როვ­ნე­ბისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ-მინისტრი                                       ბ. ივანიშვილი