სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016086
  • Word
1422
01/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
000000000.00.003.016086
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1422

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1996 წლის 8 მარტს გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულების, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ხელშეკრულებისა და „ნავთობსადენის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ“  ხელშეკრულების თანახმად, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი და საერთაშორისო კონსორციუმის სარგებლობაში არსებული ბაქო-სუფსის მილსადენით და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ნავთობის დამატებითი მოცულობებით შევსების შესაძლებლობების შეფასების, ასევე ბაქო-სუფსის მილსადენსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან მიმართებით სატარიფო პოლიტიკის გადახედვის საკითხების სრული ანალიზის  მომზადების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის   მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                  ბ. ივანიშვილი