საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016084
  • Word
1420
01/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
000000000.00.003.016084
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1420

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

 „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული სახსრებით განახორციელოს:

ა) ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინებში  სარემონტო სამუშაოების, არაუმეტეს 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების, ახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011“-თან ხელშეკრულების გაფორმებით;

ბ) ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე 1 კორპუსში და ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე 4, 5, 6 კორპუსებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინების ინვენტარის, არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ღირებულების, სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                ბ . ივანიშვილი