დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1381-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.017172 |
|
მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამხედრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.“. 2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“. 3. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით წინადადებებს წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს;“. 4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა იმ კატეგორიას, რომელსაც ეკისრება სამსახურებრივი ფორმისა და ატრიბუტიკის ტარების ვალდებულება, აგრეთვე სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1381-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები