„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1383-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260000.05.001.017179
1383-რს
27/09/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
120260000.05.001.017179
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამობილიზაციო მზადყოფნის შესამოწმებლად ან საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის მიზნით შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოიძახოს ის პირი, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სარეზერვო სამსახური. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინებაში. ასეთი გამოძახების შემთხვევებს და გამოძახების შესახებ შეტყობინების წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებით ან/და ასიგნებებით უზრუნველყოს რეზერვისტთა შემკრებ პუნქტებში მიყვანა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1383-რს