დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016673 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, №93, 30/07/2010) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი: ,,თ1) საგრანტო კონკურსების პირობებთან საგრანტო განაცხადების შესაბამისობის დადგენისათვის, საჭირო ტექნიკური ექსპერტიზის განსახორციელებლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია შედიოდეს მოწვეული სპეციალისტი/სპეციალისტები.“ ბ) მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების წარმომადგენლები;“. ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები