„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016073
12
04/10/2013
ვებგვერდი, 07/10/2013
300280000.16.009.016073
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2013 წლის 4 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების  (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) მე-2 მუხლის:
  
ა) პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შპს „მტკვარი ენერგეტიკას“ (თბილსრესის № 9 ბლოკი):

ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – 58 919 ლარი/დღე;

 ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 7,021 თეთრი/კვტსთ;

2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3, 4 ბლოკები):

ა)  გარანტირებული სიმძლავრის საფასური 41 460 ლარი/დღე, მათ შორის:

ა.ა) №3 ბლოკისთვის – 20 210 ლარი/დღე;

ა.ბ) №4 ბლოკისთვის – 21 250 ლარი/დღე;

 ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 7,492 თეთრი/კვტსთ.“;

 

 

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის   წარმოების ტარიფი მოქმედებს 2014 წლის 1 სექტემბრამდე.

5. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ 2014 წლის 1 სექტემბრამდე, დადგენილი წესით, უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს:

ა)  303 დღისა –  შპს„მტკვარი ენერგეტიკისთვის“ (თბილსრესის №9 ბლოკი);

ბ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი);

გ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული   კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);

დ) 335 დღისა –  შპს „ჯი ფაუერისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013  წლის  1  სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრისერგო მესხი