,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.003.104
  • Word
5647
18/12/2007
სსმ, 48, 27/12/2007
040.150.000.05.001.003.104
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგის�ტრაციის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართვე�ლოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

რეგისტრაციის მიზნებისათვის ამ კანონში გამოყე�ნებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უძრავი ნივთი � მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი;

ბ) მიწის ნაკვეთი � მიწის ნაკვეთი მასზე განლაგე�ბული (მშენებარე ან აშენებული) შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;

გ) ინდივიდუალური საკუთრების საგანი � მრავალ�ერთეუ�ლიანი შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე ან აშენებული);

დ) ცალკე უფლების ობიექტი � ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებუ�ლი), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია;

ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია � საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრა�ვალ��წლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლა � სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ�ლების მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ამ მუხლის �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით, დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა;

ზ) დაინტერესებული პირი � ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქ�მნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლე�ბის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატე�რიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;

თ) რეგისტრაცია � უძრავ ნივთზე უფლების, უფლე�ბის შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებუ�ლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვე�ტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრა�ციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

ი) სარეგისტრაციო წარმოება � მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;

კ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი � ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრა�ციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტ�რაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდე�ბუ�ლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.�.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთ�რების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.�.

3. 42 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლე�ბის დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუ�მენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. დასაშვებია სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე ადგილობრივი თვით�მმარ�თველობის ორგანოების მიერ ამ დოკუმენტაციის მხოლოდ ასლების გამოთხოვა.�.

4. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

�31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის �ბ���თ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწი�ნებული შემთხვევებისა.�;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის სამართლებ�რივი საფუძვლები განისაზღვრება �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ� ინსტრუქციით.�.

5. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრა�ციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნუ�ლი უნდა იყოს, თუ რა ვადით და ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია.

3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგის�ტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.�;

ბ) მე-4 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველ�ზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.�.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172 და 173 მუხლები:

��� ��მუხლი 171. უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების რეგისტრაცია

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგის�ტრირდება აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავა�ლია�ნება, როგორც უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებუ�ლება, თუ იგი აღემატება 500 ლარს.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის დავალიანება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე დავალიანების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

��� მუხლი 172. უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგის�ტრირდება აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ წერილობითი ხელშეკრულების საფუძ�ველზე დადგენილი ინდივიდუალური საკუთრების საგნის მფლობელობის, განკარგვის ან საგნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი ინდივიდუალური საკუთრების საგნის მფლობელობის, განკარგვის ან საგნით სარგებლობის უფლების შეზღუდ�ვა რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

��� მუხლი 173. მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლა

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირ�დება ასევე:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე�თის კატეგორიის, გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ�ლების მიწებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ�ლების მიწის ნაკვეთის კატეგორიად შეცვლა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

2. მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ� ინსტრუქციით.�.

7. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.�;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

�21. მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგის�ტრაციითა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინი�ჭე�ბით. მართვის ავტომატური საშუალებით წარმოდგე�ნილი განცხადების რეგისტრაციაში გატარების წინაპირობაა რეგისტრაციის საფასურის გადახდა.

22. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ�ლების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურ�ნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგე�ნილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.�;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

�31. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგის�ტრი�რებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით � საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემთხვევებზე.�.

8. 23-ე�25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 23. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტი�ლებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებ�ლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცი�ლებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტი�ლების მისაღებად;

ბ) განცხადება ან/და თანდართული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებ�ლობით დადგენილი ფორმით და წესით;

გ) დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნო�ბის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას;

დ) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრა�ციის შესახებ� ინტრუქციით გათვალისწი�ნებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადას�ტუ�რებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლე�ბის დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;

ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალის�წი�ნებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვა�ლის�წინებული სხვა საფუძვლები.

2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება დაინტე�რესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში � გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ე� და �ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით.

4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრი�რებე�ლი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგის�ტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

5. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, დაუყოვ�ნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია და გასცეს მიღების ბარათი, აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.

6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება.

��� მუხლი 24. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტი�ლებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;

ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებე�ლი დოკუმენტი ან ინფორმაცია;

გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან საგანი აღარ არსებობს ან გარიგება თუ უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაუქმდა;

დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალის�წი�ნებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;

ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვა�ლისწინებული სხვა საფუძვლები.

��� მუხლი 25. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა

სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგის�ტრი�რებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგის�ტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასა�ხადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთ�რების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიც�ხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდ�გენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;

გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადა�სახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლება�მოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლება�მოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგის�ტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების გაუქმების ცნობის ფაქტი;

ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალის�წინებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას;

ვ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის �ბ���თ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;

ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვა�ლის�წინებული სხვა საფუძვლები.�.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები:

��� ��მუხლი 251. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია შეასწო�როს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენ�ტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

��� მუხლი 252. რეგისტრაციის გაუქმება

1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხად�დეს, თუ:

ა) წარმოდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადას�ვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;

ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლე�ბის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;

დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;

ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრა�ციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრა�ციის შესახებ გადაწყვეტილება;

ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის შედე�გე�ბი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ�ლობით დადგენილი წესით.

5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.�.

10. 281 და 282 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 281. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება

1. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემე�ბის ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგის�ტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.

2. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გამოიცემა წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადაწყვეტილების სახეს;

ბ) სათაურს;

გ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

დ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს;

ე) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ვ) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას;

ზ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

თ) სამსახურებრივ ბეჭედს.

3. გადაწყვეტილებაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული გადაწყვეტილება შეიძლება არ აკმაყო�ფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის �ე�, �ზ� და �თ� ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. გადაწყვეტილების გამოცემის წესი, ფორმა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ� ინსტრუქციით.

��� მუხლი 282. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მარეგის�ტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვე�ტილების გამოქვეყნების შემთხვევაში � გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებ�ლობით დადგენილი წესით.

3. უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრი�რებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.�.

11. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, გარდა ყადაღადადებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრე�ბის უფლების ან ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგის�ტრაციისა.�.

12. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრო�მელი პასუხს არ აგებენ განცხადებულ უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულებისა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავ�ნობის/იპოთეკის და მათ საფუძვლად წარმოდ�გენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუ�მენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთ�შესაბამი�სობისა და უსაფრთხოებისათვის.�.

13. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღრიცხული ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება;

ბ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატე�რიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, რომლის დამადასტუ�რებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის ან რომელიც აღრიცხულია არაუფ�ლებამოსი�ლი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;

გ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.�.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნე�ბის�თანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი �������� �ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5647�IIს