„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016499
98
05/10/2013
ვებგვერდი, 07/10/2013
040030000.22.027.016499
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №98

2013 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2449) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს  საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – მაცნე) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში   –   სამინისტრო)   მმართველობის   სფეროში   მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების გამოქვეყნებას, აგრეთვე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

 

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაცნეს მიზანია ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებას მაცნეს ვებგვერდზე;“;

ბ.ბ) „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„თ) საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემას და რეალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

1) საქართველოს ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების, გარდა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თარგმნას ინგლისურ და/ან ქართულ ენაზე, აგრეთვე ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას.“.

 

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:  

„ი) ბეჭდური გამომცემლობის სამსახური.“. 

 

4. მე-7 მუხლს „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: 

„დ1) მაცნეს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებასა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას;“.

 

5. მე-8 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აგრეთვე სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას.“;

ბ) „ი“, „კ“, „ო“, და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.“.

 

6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლას და დანერგვას.“.

 

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. საგამომცემლო სამსახური

საგამომცემლო სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ნორმატიული აქტების,  კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების დამუშავებას და ვებგვერდზე განთავსებას;

ბ) ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემისთვის მომზადებას;

გ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, განცხადებების, ნაშრომების და სხვა დოკუმენტების  გამოქვეყნებას;

დ) თარგმნილი ტექსტების განთავსებას მაცნეს ვებგვერდზე.“.

 

8. მე-10  მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. ბეჭდური გამომცემლობის სამსახური

ბეჭდური გამომცემლობის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემას;

ბ) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციას.“.

 

9. მე-11 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას.“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;

მ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.“.

 

10. 121 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი