„2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017423
256
03/10/2013
ვებგვერდი, 04/10/2013
190020060.10.003.017423
„2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №256

2013 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის 66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 190020060.10.003.017230) და დადგენილების პირველი მუხლის:

1.   პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუ­ძნე­ბული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგა­ნმა­ნათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართუ­ლებე­ბის პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 10 200 000 (ათი მილიონ ორასი ათასი) ლარით.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.“.

2. მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება  თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში.

11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდე­­ნტ­თა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარს.

12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფი­­ნანსება შეადგენს  240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქა­რთ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსა­ზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი