დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩნება შპს „კოლხი“-ს რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/8772-2012 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 25/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/8772-201 2
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2013 წლი ს 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, ს.ს. ,,კოლხის” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,კოლხის” მიმართ რეაბილიტაციის პროცესის დაწყების, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის და რეაბილიტაციის გეგმის მომზადების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის” მიმართ. შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2013 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” რეაბილიტაციის შესახებ.
2013 წლის 25 სექტემბერს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრებაზე, კრედიტორების მიერ შპს ,,კოლხის” რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა შპს ,,Eurocon”, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალა მოვალეს და კრედიტორებს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მხოლოდ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოვალის გაკოტრების, რებილიტაციის და ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2013 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,კოლხის” მიმართ უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს, ხოლო 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.
მოცემულ შემთხვევაში, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა შპს ,,Eurocon”, რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალა მოვალეს და კრედიტორებს, რაც დამტკიცებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 33-ე, 43-ე, 44-ე, 46-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს 2013 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,კოლხის” მიმართ დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი.
2. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” რეაბილიტაციის მმართველად შპს ,, Eurocon”-ის (ს/კ 404908481) დანიშვნის შესახებ.
4 . შპს ,,კოლხის” რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვროს განჩინების გამოქვეყნებიდან 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება დაევალოთ მოვალეს და კრედიტორებს.
5. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
6. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები