დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360000000.22.023.016202 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის №40 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/06/2013, 360000000.22.023.016165) დამტკიცებული: |
ა)
დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს ნიმუში
გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე მოთავსებულია ოქროს შვიდქიმიანი ვარსკვლავი. II ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახულია ზურმუხტის (მწვანე) მთა, რომელის თავზეც მოთავსებულია ჰაერის აღმნიშვნელი სამი ლაჟვარდის (ლურჯი) კლაკნილი ხაზი. III ნაწილი - ზურმუხტის (მწვანე) ველზე გამოსახულია ოქროს ხე. IV ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველი გადაკვთილია ხუთი ტალღისებური ვერცხლის სარტყლით.
გერბს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია შიდა და გარე მხარეს ოქროს კანტით. არშიის ველზე ოქროსფრად ჩაწერილია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
|
ბ)
დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი № 2 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. ზაფხულის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის მოკლემკლავიანი მაისური გადაფენილი საყელოთი და წინაფრიანი ბეჟი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და მაისურის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო, მაისურის უკანა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
2. საშემოდგომო ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის გრძელმკლავიანი ხალათი, ბეჟი ფერის მაისური მომდგარი ყელით და წინაფრიანი ბეჟი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და ხალათის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, ხალათის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ბეჟი ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი პულოვერი გადაფენილი საყელოთი, ლურჯი ფერის თბილი გრძელი ქურთუკი, ბეჟი ფერის წინაფრიანი დათბუნული ქუდი და შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი. ქუდის წინა მხარეს, პულოვერის წინა მარცხენა მხარეს გულთან და ქურთუკის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო. პულოვერის უკანა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. ქურთუკის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
4. სპეც ჟილეტი: ბეჟი ფერის უმკლავებო ჟილეტი, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო და ჟილეტის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
5. საწვიმარი ლაბადა: ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა კაპიუშონით. საწვიმარი ლაბადის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, საწვიმარი ლაბადის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება ვერცხლისფერი დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”.
6. მაღალყელიანი ფეხსაცმელი: შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
|
გ)
დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №3 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში
“
|
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 






“

დოკუმენტის კომენტარები