„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016225
808
22/10/2013
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული
040030000.22.034.016225
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №808

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 14/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის პლანშეტი 6 (სიმბოლიკა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

პლანშეტი 6 (სიმბოლიკა)

შსს სსიპ - „112“-ის ემბლემა არის ვერცხლის არშიაშემოვლებულ ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული მარჯვნივ მიმართული ვერცხლის ლომი; ფარზე გამოსახულია ვერცხლის სადევიზო ბაფთა წარწერით - „112“.

შსს სსიპ - „112“-ის სტილიზებული ემბლემა  არის ვერცხლის არშიაშემოვლებულ ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული მარჯვნივ მიმართული ვერცხლის ლომი. ფარი შემკობილია ვერცხლის ვაზის წნულის ორნამენტით და ვერცხლის სადევიზო ბაფთით, რომელზეც გამოსახულია თეთრი წარწერა „112“.

შსს სსიპ - „112“-ის ლოგო - კვადრატულ წიბომომრგვალებულ წითელ ველზე გამოსახულია თეთრი ფერის წარწერა ციფრებით „112“. ციფრების ქვევით განლაგებულია თეთრ წრეებში ჩასმული „112“-ის მომიჯნავე სამსახურების აღმნიშვნელი, თეთრი სიმბოლური გამოსახულებები. სიმბოლური გამოსახულებების გასწვრივ, ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია თეთრი ფერის ყურმილის აღმნიშვნელი ნიშანი.

შსს სსიპ - „112“-ის დროშა  წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს პროპორციით 2/3, თეთრ ველზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომლის სიმაღლე დროშის სიმაღლის ¼-ია. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ორგანიზაციის ემბლემა.