„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.003.101
  • Word
5644
18/12/2007
სსმ, 48, 27/12/2007
040.110.030.05.001.003.101
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ფიზიკური პირების მიერ დაკავებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების (ინდივიდუალური შენობა-ნაგებობები მათზე მიმაგრებული მიწით ან/და მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ბინები) საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი    ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5644–IIს