დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016088 |
|
“საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/02/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების შესახებ ინსტრუქცია (დანართი N6).“; |
ბ)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან მიღებული ფორმები რაოდენობის, ნომრების თანმიმდევრობისა და ზედდებულში მითითებულ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით უნდა შემოწმდეს საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დანიშნული მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღება-შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. თუ შეკვრაში მოთავსებული ფორმების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია, გამოტოვებულია, გამეორებულია, ნაკლებია ან მეტია, უნდა შედგეს შესაბამისი აქტი და ეცნობოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გარეშე. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის, ზედდებულისა და მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირების შემდეგ, უნდა მოხდეს ფორმების მიღება დადგენილი წესის შესაბამისად. ანალოგიური პროცედურა უნდა განხორციელდეს შეკვრაში ერთი ან მეტი წუნდებული ან დადგენილ ფორმასთან შეუსაბამოდ დამზადებული ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში.“; |
გ)
მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ბეჭდვის/შევსების პროცესში დაშვებულ იქნა შეცდომა, მკაცრი აღიცხვის ფორმა ტექნიკურად დაზიანდა ან ნორმატიული აქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა;“; |
დ)
მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკონსულო დეპარტამენტში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში წარმოდგენილ იქნა ნაპოვნი ვადიანი დასაბრუნებელი მოწმობა, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.“; |
ე)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული და გამოყენებული დასაბრუნებელი მოწმობები, რომლებიც საკონსულო დეპარტამენტს ან საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობის პირებს მიეწოდა საქართველოს თუ უცხო ქვეყნის სხვადასხვა ორგანოების მიერ, ინახება საკონსულო დეპარტამენტში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში საანგარიშო წლის დასრულებამდე, რის შემდეგაც უტილიზაციისათვის ეგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“; |
ვ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51-54 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„51. ამ ბრძანების მიზნებისათვის ანულირება გულისხმობს მკაცრი აღრიცხვის ფორმის პერფორაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ იქნეს დაზიანებული დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდების ინიციალები, აგრეთვე რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი. 52. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის პროცესი შესაძლოა განხორციელდეს საკონსულო თანამდებობის პირთა საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 53. ელექტრონული სისტემის გამოყენების შემთხვევაში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვა მოხდება ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით. 54. ელექტრონულ ჟურნალში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის ფაქტის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამ მიზნისათვის ელექტრონული ჟურნალი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.“; |
ზ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაბეჭდილი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმა ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.“; |
თ)
ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):
თ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დასაბრუნებელი მოწმობის მე-3 პუნქტის (მფლობელის მოქალაქეობა) შევსება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირი ფლობს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან/და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს; ბ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა არაიდენტიფიცირებულ პირზე; გ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიაზე.“; თ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-14 და მე-15 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „14. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დროს მოწმობაზე შავ-თეთრი სურათი დაიტანება შესაბამისი საბეჭდი მოწყობილობის მეშვეობით. 15. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დროს მოწმობის მესამე ნაწილზე შესაძლო შენიშვნებთან ერთად დაიბეჭდება ასევე სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის ნამდვილობის გადამოწმება.“; |
ი)
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ“ ინსტრუქციას (დანართი №5) დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის შევსების პროცესის წარმართვის დროს ელექტრონული ჟურნალი წარმოდგენილი იქნება მატერიალური ფორმის ჟურნალისგან განსხვავებული სვეტებით.“; |
კ)
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი N6 -ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების შესახებ ინსტრუქცია“; |
ლ)
ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):
ლ.ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. განცხადება-ანკეტის მე-6 ველის (მოქალაქეობა) შევსება არ ხდება: ა) იმ პირის მიერ, რომელიც ფლობს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან/და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს; ბ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა არაიდენტიფიცირებულ პირზე; გ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 თებერვლის №142 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისიწნებულ პირთა კატეგორიაზე.“; ლ.ბ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-20, 21-ე და 22-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით: „20. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვის დროს განცხადება-ანკეტის შევსება მოხდება ელექტრონულ ფორმატში. 21. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის შევსების პროცესის წარმართვის დროს გამოიყენება მხოლოდ განცხადება-ანკეტის პირველი ნაწილი, ხოლო განცხადება- ანკეტის მე-13 და მე-14 შეუვსებელი ველები საერთოდ არ დაიტანება. 22. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის შევსების პროცესის წარმართვის დროს განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერები შესაძლოა დატანილ იქნეს ელექტრონული ფორმით.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები