დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016090 |
221
02/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
480610000.22.030.016090
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანების (ვებგვერდი, 15/07/2013) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) მიმართავს მინისტრს თხოვნით მისი და დაწესეულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ი) გამოსცემს ბრძანებებს მისი და დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა მივლინების თაობაზე საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, ამტკიცებს საკონსულო დაწესებულების შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები