შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016070
  • Word
1407
27/09/2013
ვებგვერდი, 04/10/2013
000000000.00.003.016070
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1407

  2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ ‑ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტ­კი­ცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნის­ტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სა­ხე­ლ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფრო­სის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 13/441 ბრძანებით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების №1000226 ლიცენზიაში შე­იტანოს ცვლილება და სალიცენზიო ფართობზე არსებულ საბადოებზე (№13/441 ბრძანების პირველი მუხლის „ა-ვ“ ქვეპუნქტები) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადად გან­საზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 48 (ორმოცდარვა) თვე.

პრემიერ - მინისტრი                                                                ბიძინა ივანიშვილი