საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016069
  • Word
1404
26/09/2013
ვებგვერდი, 04/10/2013
000000000.00.003.016069
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1404

  2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის   36-ე   მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს შემდეგ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს:

ა) ა(ა)იპ - საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204896942) - 3 (სამი) ცალი კრივის რინგი, 12 225 (თორმეტი ათას ორას ოცდახუთი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი - 4 075 (ოთხი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი);

ბ) ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტს  (ს/ნ  205007044):

ბ.ა) 2 (ორი) ცალი ჩოგბურთის ეტლი, 6674 (ექვსი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი) ლარის  ღირებულებით (ერთეულის ფასი 3337 (სამი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი);

ბ.ბ)  1 (ერთი)  ცალი ცეკვის ეტლი, 1821 (ათას რვაას ოცდაერთი) ლარის ღირებულებით;

ბ.გ)  1 (ერთი) ცალი  აქტიური ტიპის ეტლი, 1189 (ათას ას ოთხმოცდაცხრა) ლარის ღირებულებით.

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.           

პრემიერ -მინისტრი                                                                    . ივანიშვილი