ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა – ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში მიწის რესურსებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და ინვენტარიზაციის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016066
  • Word
1397
26/09/2013
ვებგვერდი, 04/10/2013
000000000.00.003.016066
ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა – ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში მიწის რესურსებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და ინვენტარიზაციის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1397

 2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15 -ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში მიწის რესურსებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და ინვენტარიზაციის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საარქივო მასალების დროებით შენახვისა და ინვენტარიზაციის მიზნით, გადაეცეს ქ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა – ში მდებარე ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო – საძიებო და სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის - „საქსახმიწპროექტის“ ყოფილ არქივში არსებული მიწათმოწყობის, მიწის კადასტრის, მიწის რეფორმის, აგრეთვე მიწის მართვის საკითხებთან დაკავშირებული საარქივო მასალები.

2. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარქივო მასალების მიღების პროცესის ორგანიზება, მიღებული მასალების ტრანსპორტირება და მათი დროებით შენახვის მიზნით განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარქივო მასალების მიღების, დაარქივების, ჩამოწერის ან უფლებამოსილი უწყებებისათვის გადაცემის პროცესში დაინტერესებული უწყებებების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვ.) ჩართულობა და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირისგან - საქართველოს ეროვნული არქივისგან შესაბამისი კონსულტაციების მიღება;

გ) მიღებული საარქივო მასალების სათანადო პირობებში დროებით შენახვა, ინვენტარიზაცია, შესწავლა და მათი შინაარსის, სპეციფიკის და ფუნქციური გამოყენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისათვის გადაცემის, დაარქივების ან/და ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე წინადადებების მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით, შესაბამისი საარქივო მასალების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განთავსების (დაარქივების), ხოლო სხვა მასალების შესაბამისი დაწესებულებებისთვის გადაცემის ან/და ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ბ. ივანიშვილი