გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016057
  • Word
1391
23/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
000000000.00.003.016057
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1391

2013 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს:

ა) იმპლემენტაციის ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავ ­რობას, სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ , შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და სს „ელექტროენერგე ­ტი ­კული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის;

ბ) შპს „გარდაბნის თბოსადგურში“ წილების გადანაწილების მიზ ­ნით „პარტნიორთა შეთანხმების“ პროექტი სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის;

გ) სს „საპარტნიორო ფონდს“, „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“-სა და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ შორის დასადები დამატებითი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 აგვისტოს №1579 განკარგულებით მოწონებულ ხელშეკრულებებზე.

2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრუ­ლე­ბის საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვა­ლი­ს­წი­ნებული შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუ­ალებით.

4. გათავისუფლდეს „ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş.“ საავანსო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან, გარდა მოწონებული ხელ­შეკ­რულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბო ­სადგურმა“ თბოელექტროსადგურის მშენებლობის დროებითი გარე ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოებისა და ამ სამუშაოების პრო ­ექტირების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივე ­ბუ ­ლი შესყიდვის საშუალებით.

6. პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების ხელმოწერის შემ ­დეგ:

ა) სს „საპარტნიორო ფონდმა“ დათმოს მისთვის საქართველოს მთავ ­რობის 2013 წლის 26 ივლისის 830 განკარგულებით მინიჭებული უსას ­ყიდლო უზუფრუქტის უფლება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა ­­დი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „გარდაბნის თბო ­სადგურისათვის“ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 81.15.30.072) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით 3 წლის ვადით გადაცემა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის გადა ­ცემამდე შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ მიენიჭოს მიწის ნაკვეთით უსას ­ყიდლოდ სარგებლობის უფლება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           . ივანიშვილი