დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საპატრიარქოს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016056 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1390
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიერ IX საუკუნის სამნავიანი ტაძრის საბოლოო რესტავრაციის, არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს საქართველოს საპატრიარქოს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის – 2 (ორი) კომპლექტი 20-კაციანი კარვით უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები