დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად გატანისა და გერმანული წარმომავლობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016051 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1385
2013 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად გატანისა და გერმანული წარმომავლობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ივ ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ სი ტეტის საცავში დაცული დაზიანებული წიგნების სარესტავრაციო სა მუ შაოების განხორციელებისა და გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით:
ა) დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შესაძლოდ უმოკლეს ვადებში, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებისათვის საჭირო ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახე ლო ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცავში დაცული დაზიანებული წიგნებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის გამარტივებული პროცედურის დადგენის მიზნით;
ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს , ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიგნების მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიმუშაოს მათი საქართველოდან გატანის მიზნით გამარტივებული საბაჟო პროცედურა;
გ) დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტებისა და ექსპერტების (საჭიროების შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტების) შემადგენლობით კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვებას, კლასიფიცირებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები