„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 789
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.034.016223
789
15/10/2013
ვებგვერდი, 15/10/2013
230150070.22.034.016223
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №789/№342

2013 წლის 15-7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988–1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010, სარეგისტრაციო კოდი - 230150070.22.033.016107) დამტკიცებული ინსტრუქციის 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინების განახლების წესი არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

4. საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული და შემძენისათვის 2013 წლის 20 აგვისტომდე სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე საბოლოოდ დაბრუნებული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დინება განახლდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ინსტრუქციის 31 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართ ამ სამართალდარღვევებისათვის უკვე დაკისრებულია საგადასახადო სანქციები, ან/და საქონლის გაშვება განხორციელდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი