დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ საოქმო განჩინება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/5795-13 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 30/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/5795-13
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
2013 წლი ს 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი
მოთხოვნა - რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2013 წლის 30 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 32-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს 2013 წლის 30 სექტემბრის კრედიტორთა კენჭისყრის შედეგები რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ, წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად;
2. შეწყდეს მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები