„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016574
331
02/10/2013
ვებგვერდი, 02/10/2013
010320040.22.033.016574
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №331

2013 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებით (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის:

     1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

      ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

      ბ) წერითი დავალება;

      გ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

      დ) გასაუბრება.“.

       2.  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,3. კონკურსის პროგრამისა და ფორმის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე ერთი კვირით, ხოლო  კონკურსის პირობებისა და ჩატარების გრაფიკის საჯაროობას - სამი კალენდარული დღით ადრე მაინც.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური