დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016674 |
|
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30-31 აგვისტოს №168/ნ-№373 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016439) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ინფორმაციას მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ელექტრონული ფორმის შესაბამისად, რაც მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების: ა.ა) სრულ დასახლებას; ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდს; ა.გ) საბანკო რეკვიზიტებს; ა.დ) მაღალმთიან რეგიონში/სოფელში/დაბაში მდებარეობაზე მითითებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ე) მოსწავლეთა სრულ რაოდენობას; ა.ვ) თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობას; ა.ზ) სექტორს (რომელზეც ირიცხება მოსწავლე).”; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საინფორმაციო სისტემა სამინისტროს წარუდგენს წლის განმავლობაში სამჯერ, შემდეგი ვადების დაცვით: ა) ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე – 20 სექტემბრის მდგომარეობით; ბ) ყოველი წლის 1 თებერვლამდე – 25 იანვრის მდგომარეობით; გ) ყოველი წლის 1 ივნისამდე − 20 მაისის მდგომარეობით.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საინფორმაციო სისტემა ვალდებულია რესურსცენტრიდან ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ახალდაფუძნებული საჯარო სკოლის მაღალმთიან რეგიონში/სოფელში/დაბაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები