დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016099 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების: |
ა)
,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის” მუხლში (იურიდიული პირებიდან) შემოსული 50.0 ათასი ლარის ჭარბი შემოსავალი (დანართი №2). |
2.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 7271.2 ათასი ლარისა განისაზღვროს 7321.2 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2). |
3.
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) – 10191.4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად 10141 ათასი ლარისა და 50.0 ათასი ლარი აისახოს (დანართი №3): |
ა)
„მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის“ (ორგანიზაციული კოდი 01 03) საქონელი და მომსახურების მუხლში – დაემატოს 50.0 ათასი ლარი, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ (დანართი №3). |
4.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი №1-ით. |
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი №2-ით. |
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) წარმოდგენილია დანართი №3-ით. |
7.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი №4-ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
|
|
დანართი №2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
|
დანართი №3
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელები
|
|
დანართი №4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დოკუმენტის კომენტარები