,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.115.016110
13
30/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
010320040.35.115.016110
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 30 სექტემბერი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №31 დადგენილებაში და დადგენილების მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“,  ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ა“. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც.

     ,,ბ“.   საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად  სავალდებულოა  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში)   საქმიანობის  1-წლიანი გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე  (საჯარო ან კერძო სამსახურში)  საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება   მაინც.

    ,,გ“. გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, თვითთმართველი ერთეულის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად – არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი