დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016129 |
14
30/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
010250020.35.108.016129
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 08/05/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016125) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები 1. სოციალური დახმარების პროგრამებია: ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამა; ბ) შობადობის წახალისების პროგრამა; გ) ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა; დ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა; ე) სარიტუალო მომსახურების პროგრამა; ვ) სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების პროგრამა.“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები