დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1253-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240090.05.001.017120 |
|
მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო; გ) „აღმასრულებელი ორგანო“ − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო;“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება;“; ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გამგებელს (მერს), თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ან გამგებელი (მერი) ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საკრებულოს აპარატი, გამგეობა (მერია), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საკრებულოს აპარატი, გამგეობა (მერია), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარია ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.“. 4. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ანგარიში წარედგინება იმ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომელმაც მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, საკრებულოს აპარატში, გამგეობაში (მერიაში), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში. 5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, საკრებულოს აპარატში, გამგეობაში (მერიაში), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მისი ჩაბარების დღე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1253-Iს |
დოკუმენტის კომენტარები