„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1276-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 190030000.05.001.017141
1276-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
190030000.05.001.017141
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2−22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით:

ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ;

ბ) გამოუშვას მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;

გ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.

21. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობას  წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

22. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებაზე ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე გაიცემა განკარგულების სახით.“;

ბ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგენს საქართველოს მთავრობა, გარდა ამავე მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რატიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთოდეს ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

2. მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.“.

3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად:

ა) განიხილავს შეთანხმებებს სახელმწიფო საგარეო ვალის პირობებისა და ვადების შესახებ, შეისწავლის საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არსებული დაფინანსების შესაძლებლობასა და პირობებს;

ბ) აანალიზებს სახელმწიფო საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობასა და პირობებს; უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომ ახალი ვალების წმინდა ნაშთი არ აღემატებოდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო საგარეო ვალის ლიმიტს (ზღვრულ ოდენობას);

გ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს და მათ წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის უფლებიდან გამომდინარეობს.“.

4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით შეიძლება გაუნაწილდეს საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს.“.

6. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტებისათვის სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების მართვას უშუალოდ ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით მიღებული პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში:

ა) განაწილების პროცედურა ისეთივეა, როგორიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი პროცედურა, იმ განსხვავებით, რომ ეკონომიკური აგენტი მე-2 პუნქტში მითითებულ ყველა მასალას უშუალოდ წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, დარგობრივ სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ერთად განსახილველად;

ბ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მათი მართვისთვის მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი.“.

7. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების თანხამ არ უნდა გამოიწვიოს საბანკო სისტემის მიმართ ვალდებულებების ლიმიტის ზრდა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული პერიოდისათვის მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად;“.

8. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. სახელმწიფო გარანტიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გარანტიის გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში მათი ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1276-Iს