„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1269-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.017145
1269-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
130030000.05.001.017145
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების წარდგინებით:

ბ.ა) ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას;

ბ.ბ) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება;

ბ.გ) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც უფლებამოსილი არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;

ბ.დ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;

ბ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები:

ა) უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგენენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის წინადადებებს.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომელსაც ეს უფლებამოსილება აქვს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.             

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

5. მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლება აქვს, გააგრძელოს დასაიდუმლოების ვადა.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე მოხსნას სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას, მისი საიდუმლოობის ხარისხის მიუხედავად.“.

6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ შეუძლებელია მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის მოქმედ ნუსხაში შეტანილ ცნობებთან იდენტიფიკაცია, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, დაწესებულების, უწყებისა და საწარმოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მიღებული ინფორმაციის წინასწარი დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში გაუგზავნონ საქართველოს მთავრობას თავიანთი წინადადებები. საქართველოს მთავრობა 1 თვის ვადაში ატარებს მიღებული წინადადების საექსპერტო შეფასებას და ამტკიცებს წინადადებას მოქმედ ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ ან უარს ამბობს ასეთი წინადადების დამტკიცებაზე.“.

7. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ.“.

8. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.“.

9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, დაწესებულება, საწარმო, ორგანიზაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირთა სანქციით.“.

10. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის წესდება ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, აგრეთვე საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

11. 26-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას შესაბამის პირზე გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“.

12. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა სახელმწიფოსათვის ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.“.

მუხლი  2  

1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესის განსაზღვრა;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება;

დ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხის განსაზღვრა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება;

ე) იმ თანამდებობის პირთა ნუსხის განსაზღვრა, რომლებიც უფლებამოსილი არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონის შესაბამისად ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხების გადაწყვეტა.

2.  „სახელმწიფო  საიდუმლოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  საფუძველზე  მიღებული (გამოცემული)  კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტები  ან/და  მათი  ნაწილები,  რომლებიც  ეწინააღმდეგება  ამ  კანონს,  იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების ამოქმედებისთანავე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1269-Iს