დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1239-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.05.001.017146 |
|
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს დაზვერვის სამსახური საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტიები განსაზღვრულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახური ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“; გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;“. 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 4. მე-9 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;“. 5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობა სამსახურზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1239-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები