დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1155-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.017154 |
|
მუხლი 1. „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 377) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) არის სამართალდამცავი ორგანო სპეციალური სამსახურის ფუნქციებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით. სასაზღვრო პოლიცია პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. 2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. სასაზღვრო პოლიციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“. 3. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ნუსხა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 4. 35-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ შეიარაღების გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 5. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. 6. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. გარდამავალი დებულებანი 1. 2014 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“; ა.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ბ.ა) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“; ბ.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1155-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები