„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016181
30
27/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
310150000.35.132.016181
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

 თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №30

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარე­გუ­ლირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტო­მა­ნ­ქა­ნე­ბის პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 231 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ქვეპუნქტები:

„გ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ტროტუარზე;“.

„დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ავტობუსების გაჩერებაზე;“.

„ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ხერგავენ/აბრკოლებენ მოძრაობას;“.

„ვ) რომლებიც ხელს უშლიან კეთილმოწყობითი სამუშაობის წარმოებას (მერიის სამსახურების მითითებით ა/მობილების გადაყვანა მოხდება არა სპეციალურ სადგომზე);“.

„ზ) სხვადასხვა ღონისძიებების დროს (სხვადასხვა სამსახურების მითითებით ა/მობილების გადაყვანა მოხდება არა სპეციალურ სადგომზე);“.

„თ) დგანან 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ და 3.28. „დგომა აკრძალულია“ ნიშნების ქვეშ შ.რუსთაველის ქუჩაზე, ე. ნინოშვილის ქუჩის დ. თავდადებულის ქუჩიდან პ. მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, ასევე ი. ჭავჭავაძის ქუჩის ი. გოგებაშვილის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქუჩებზე ძირითადად საგზაო ნიშანთან ერთად განთავსებულია დამატებითი (ევაკუაციის) ნიშანი;“.

„ი) დგანან გზაჯვარედინებთან მისასვლელ გზებზე 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ და 3.28. „დგომა აკრძალულია“ საგზაო ნიშნების ქვეშ, თუ ძირითად საგზაო ნიშანთან ერთად განთავსებულია დამატებითი (ევაკუაციის) ნიშანი;“.

ბ) დადგენილების 231 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ასეთ ადგილას განთავსებულია თუ არა შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება – „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი