„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016138
31
27/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
010260020.35.104.016138
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 23 მარტის  №12  დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაც. კოდი: 010260020.35.104.016089) და დადგენილებით   დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოებია:

 ა) წალენჯიხის  ტერიტორიული ორგანო ; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი წალენჯიხა (ცენტრი), სოფლები: ზედამაზანდარა, ქვედამაზანდარა, ზღვაია, ხვითერი-საკალანდიო, ლუღერა-სამცაცხვი);

 ბ) ჯვარის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ოჭანე, ნაკა);

გ) მიქავას ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მიქავა (ცენტრი), ლეჯოლიხე, ლეღვინჯილე);

დ) ეწერის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ეწერი (ცენტრი), სოფლები: ლექარდე, ლეძაძამიე);

ე) ჩქვალერის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩქვალერი (ცენტრი), ლეშამგე);

ვ) საჩინოს ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საჩინო (ცენტრი), კუხეში, ნაგურუ, ზედა  საჩინო);

ზ) ჯგალის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჯგალი (ცენტრი), ლეთკანთი,  ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე);

თ) ლიის ტერიტორიული ორგანო; ((სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლია (ცენტრი), პალური, ზედა ლია, მახარია);

ი) ფახულანის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფახულანი(ცენტრი), ჭველე, წყოუში, ქალაღალი);

კ) ჭალეს ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭალე (ცენტრი), ეწერფერდი, ფოცხო-ეწერი);

ლ) მუჟავას ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუჟავა (ცენტრი), ოლორი, ნაშამგუ);

მ) ნაკიფუს ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაკიფუ (ცენტრი), ლეჟა, ულურია, ნანჯარუ);

ნ) ობუჯის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ობუჯი (ცენტრი), სამესხიო, ჯაღირა);

ო) მედანის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მედანი (ცენტრი), ლარა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია