დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1266-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080180020.05.001.017136 |
|
მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვა 1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.“. 3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 4. 23-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერორიზმთან ბრძოლის საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. 5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“; ბ) „კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“; გ) „ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის შესახებ“; დ) „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. 2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1266-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები