დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15-47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 27/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.36.101.016188 |
15-47
27/09/2013
ვებგვერდი, 02/10/2013
010250050.36.101.016188
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებით (სსმ. ვებგვერდი, 110530031, 03/06/2011; სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016046) დამტკიცებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე დადგენილების მიღების შემთხვევაში, დადგენილება შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება ქ. თბილისის მთავრობას, რომელმაც ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). ქ. თბილისის მთავრობის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას ამოწმებს ქ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია”. |
| მუხლი 2 |
|
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები