დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016108 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის N134/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აუდიტორი – პირი, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში და ფლობს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემულ აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს ან საერთაშორისოდ აღიარებულ ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის/ორგანიზაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატს, როგორიცაა სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკული ინსტიტუტისა (AICPA) და დიპლომირებულ და სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საკვალიფიკაციო სერტიფიკატი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები