„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1270-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190040.05.001.017143
1270-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010190040.05.001.017143
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. საქმიანობის შეუფერხებლობა

უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის განცხადებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1270-Iს