დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მასთან დაკავშირებით გასატარებელ სხვა ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.017414 |
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს, ქარელის, ასპინძის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ2“, „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ზ2) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების დანართი 14.2-ით განსაზღვრული სპეცდაფინანსებაზე მყოფი მიმწოდებლებიდან „შპს „ადითი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)“-ის ნაცვლად განისაზღვროს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და თვის ლიმიტი განისაზღვროს: სექტემბერი - 16 700 ლარის, ოქტომბერი - 16 600 ლარის, ნოემბერი - 16 600 ლარის, ხოლო დეკემბერი - 12 500 ლარის ოდენობით; „ზ3) „სოფლის ექიმის“ პროგრამის „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში რეგიონებში არსებულ სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დაემატოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ და თვის ლიმიტი (მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი) მუნიციპალიტეტების მიხედვით, განისაზღვროს წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად:
ზ4) დაევალოს სააგენტოს ამ პუნქტის „ზ2“ და ზ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელთან (შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“) 2013 წლის სექტემბრის თვის შესაბამისი ლიმიტის/ლიმიტების ანაზღაურება განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების/ხელშეკრულებების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი თვეები ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაწესებულების შეუფერხებელი და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ მიეცეს უფლება საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურების დასრულების, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები