„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017415
248
26/09/2013
ვებგვერდი, 27/09/2013
010240030.10.003.017415
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, „საქართველოს განათლე­ბი­სა  და  მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგე­ნილე­ბა­ში (სსმ, 2004 წე­­ლი, მუხლი 460)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გე­­­ნილებით დამტკიცებული დებულების:

 1.მე-4 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ლ“ ქვეპუნქტი:

„ა.ლ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“;

2.   41  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

 1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კომპეტენცია:

ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ბ)  სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;

ვ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვლევითი საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმის განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე  პროექტებთან;

ი) სწავლა-სწავლების კომპონენტების და რესურსების ეფექტიანობის შეფასებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება;

კ) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლებებისათვის  საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთა, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი  შესრულების მონიტორინგი;

ლ)  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

მ) სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესის  ადმინისტრირება;  გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; გრიფირებული სახელმძღ­ვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;

გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ე) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

ზ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტ გამო­ცე­მებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძ­ველ­ზე ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება.

3.   შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ი) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

კ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ლ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ო) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;

რ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

4.   სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

5.   ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

ბ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური/ფინანსური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, შემუშავება და ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ნაერთი ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;

ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების ქონების აღრიცხვა, ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

6.   ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და დანერგვის მონიტორინგი;

დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება, მათში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ე) ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანმხლები დოკუმენტების მომზადება: საგნობრივი და მეთოდოლოგიური გზამკვლევები, სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული და საგნობრივი ნაწილის სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მეთოდოლოგიური გზამკვლევები და სხვა;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესაფასებლად კვლევების ჩატარება, ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილის, საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;

ზ) ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;

თ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებული დამხმარე სასწავლო მასალების  განვითარება;

ი) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ზოგადი განათლების ტერმინებისა და ცნებების  ერთიანი  სისტემის  ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

კ) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა;

ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საკითხებზე;

მ) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და  განხორციელების კოორდინაცია;

ნ) სკოლამდელი განათლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ო) სკოლამდელი განათლების ცენტრალური საკოორდინაციო და მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება;

პ) სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;

ჟ) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება და გავრცელების ხელშეწყობა;

რ) სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ადმინისტრირება;

ს) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება;

ტ) სკოლამდელი განათლების სექტორში საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

უ) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობა;

ფ) სამინისტროსათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში კონსულტაციის გაწევა;

ქ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ღ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად;

ყ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

შ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ჩ) ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ც) ინკლუზიური განათლების  საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ძ) განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სკოლების მეთოდოლოგიური განვითარება;

წ)  ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;

ჭ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

7.   ზოგადი განათლების მართვისა და  განვითარების დეპარტამენტის კომპეტენცია:

 ა) ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ე) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ვ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების  შესაბამისად მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელება. სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

კ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების საშუალებით;

ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია;

ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღება/დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;

ო) მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. 

8.   პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

დ)  ღია კონკურსის საფუძველზე, პროფესიული განათლების ხელშემწყობი პროექტების გამოვლენა და  მათ განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ვ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ზ) საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

თ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ი) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

კ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ლ) პროფესიული  განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში მონაწილეობა;

მ) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო სათათბირო ორგანოების ინსტიტუციური მხარდაჭერა;

ნ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ო)  დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

9.   უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ე) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

ვ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

კ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ლ)  მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამა­დას­­ტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შე­მოწ­მება;

მ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

10. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის კომპეტენცია:

 ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარმოდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება; ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, მათი მუშაობის კოორდინაცია;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ამ მიზნით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანალიზი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული პროექტების შესწავლა და ანალიზი, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა და ორგანიზება;

ლ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

მ) საზღვარგარეთ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების განხორციელების, მათი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება;

ო) სამინისტროსა და სტუდენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვების კოორდინაცია და კონტროლი;

პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის;

ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა.

ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

11.  ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;

ბ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება და მეთოდური უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ)  ადამიანური  რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შერჩევის გრაფიკების შექმნა;

ე)  პერსონალის შერჩევის უზრუნველყოფა, კონკურსებისა და ატესტაციის პროცესების ორგანიზება, ტესტირებისა და სტრუქტური­რებული/არასტრუქტურირებული გასაუბრების დაგეგმვა, განხორციელება;

ვ) საკონკურსო–საასტესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე ატესტირების შედეგების სისტემატიზება;

ზ)  სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

თ) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;

ი) სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი;

კ) თანამშრომელთა პერსონიფიცირებულ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ლ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემადგენლობის აღრიცხვა;

მ)  სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება;

ო) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების  პროცესის მონიტორინგი;

ჟ)  თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა, ამ მიზნით, შესაბამისი რესურსების მოძიება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; 

რ) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;

ს) კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა;

ტ)  ახლად მიღებულ თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა;

უ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;

ფ) მოხელეთა რეზერვის შექმნა და მოხელეთა რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება;

ქ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა;

ღ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;

ყ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.  სხვადასხვა სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან  ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;

შ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ჩ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა  და მათზე რეაგირება.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი