დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016107 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:
„71. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. პირს ეკრძალება იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის და ვალდებულია რეგისტრაციისას წარმოადგინოს ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი .“. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) დარღვეულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესის დანართი №3-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ გაწეული მომსახურების ქვითარი“ (დანართი N3), მისი ერთი პირი გადასცეს კლიენტს, მეორე კი შეინახოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ზემოაღნიშნული ოპერაციის ასახვის დროს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“. |
5.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ამ წესის დანართი №5-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ამობეჭდოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითარი“ (დანართი №5) და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად;“. |
6.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
7.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.“. |
8.
ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ მაჩვენებელთან) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება.“. |
9.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
10.
ბრძანებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები