დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1273-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016088 |
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ: ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა; ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება; გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი; დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი; ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.“. 2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.“. 3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.“. 4. 1841 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი: „21. ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოზე მის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის საჭირო პროექტების/პროგრამების განხორციელებისას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1273-Iს |
დოკუმენტის კომენტარები