„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016140
23
25/09/2013
ვებგვერდი, 03/10/2013
280010000.35.113.016140
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 31/12/2012 სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016117,) და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:
1. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. 
2. მე-7 მუხლის 2.4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4 დამხარების მსურველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 130 000-მდე შეუძლიათ სამედიცინო საჭიროებისათვის მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო სამედიცინო შემთხვევის დროს სამედიცინო დაწესებულებაში თანხა გადაირიცხოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომელთა ნოზოლოგიების ანაზღაურება არ ხდება არცერთი პროგრამით (როგორც სრული დაფინანსება, ასევე თანაგადახდა), გარდა საყოველთაო ჯანდაცვით არანაზღაურებადი შემთხვევისა. ერთჯერადად გადარიცხული თანხა შეადგენს ინვოისით მოთხოვნილი თანხის ნახევარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე