დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.117.016153 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ; N3; მუხ.34; სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.000023) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) და დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:
„მუხლი 911. სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის სავალდებულო ექსპერტიზა 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, რომელთა ღირებულება აღემატება 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს (გარდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა), სავალდებულოა სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების გეგმისა და ყველა სხვა საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტით, რომელიც ეხება პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას, გათვალისწინებული უნდა იყოს სრული საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო მომსახურების შესყიდვის ხარჯები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები